✈ განახლდა პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისისა და ანკარას შორის

AJet-მა, Turkish Airlines-ის შვილობილმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, ანკარა–თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ფრენები კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის მხარის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თურქეთი კვლავ რჩება საქართველოსთვის საჰაერო მიმოსვლის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად – ორ ქვეყანას შორის წელიწადში მილიონზე მეტი მგზავრი გადაადგილდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading