ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს – ელენე აბაშიძეს ესტუმრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს პრესსპიკერ ნათია იოსელიანთან ერთად, ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს – ელენე აბაშიძეს ესტუმრა.

შეხვედრისას მათ ხანდაზმულ მოქალაქეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებზე: ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის შესაძლებლობა და ბიულეტენის შევსების წესი.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხანდაზმული ამომრჩევლის მონახულება ცესკოს ტრადიციად იქცა და მისი მიზანია თითოეული მოქალაქის მონაწილეობისა და მნიშვნელობის ხაზგასმა:
„ეს არის გზავნილი ყველა უხუცესისთვის, რომ მათი მონაწილეობა არჩევნებში ისეთივე ღირებულია, როგორც ნებისმიერი თაობის“.

შეხვედრას ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თინათინ კალმახელიძე და კომისიის წევრი ირმა ფიდაშვილიც ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading