სრულიად მართლმადიდებელ საქრისტიანო უდიდესი წმიდა მამა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმინდა სერაფიმე საროველმა თავი ბავშვობიდანვე ღმერთს მიუძღვნა. მას როცა 19 წელი შეუსრულდა, დედას მონასტერში წასასვლელად კურთხევა სთხოვა. დედამ მონაზვნური ღვაწლისათვის ვაჟიშვილი ბრინჯაოს დიდი ჯვრით აკურთხა. ამ დედისეულ ჯვარს იგი სიკვდილამდე მკერდზე ატარებდა.

საროვის სავანეს, სადაც სერაფიმე მივიდა, ყოველი მხრიდან უღრანი ტყე ეკრა. აქ, შუაგულ ტყეში, მან თავისთვის პატარა ქოხი აიშენა და, ქვეყნისგან მოშორებული, დღედაღამ ლოცულობდა. ხშირად წმინდა სერაფიმეს სიცივის, შიმშილისა და სხვა გაჭირვების ატანა უხდებოდა. ასე გაატარა მან მრავალი წელი. როცა ბოლოს და ბოლოს თავისი სენაკის კარი გახსნა, მასთან ხალხმა იწყო მისვლა. ისინი წმინდა მამას ლოცვას სთხოვდნენ. მასთან ცვილის სანთლები მიჰქონდათ, რათა ისინი ლოცვის დროს ხატების წინ აენთო: სანთლები ხატების წინ ხომ ისევე იწვიან, როგორც ღვთის წინაშე ადამიანთა გულები. ამ პატარა სენაკში დღედაღამ ენთო სანთლები და ამიტომ ყველაზე ყინვიან, ცივ დღეებშიც კი აქ ცხელოდა და ღუმელიც არასდროს ენთო.

– არ შემიძლია ჩემს ლოცვებში რამდენჯერმე ყველას მოხსენიება, რადგან ისინი ბევრნი არიან, – ამბობდა წმინდა სერაფიმე, – მე მათ სანთლებს ვანთებ და ვლოცულობ: უფალო, მოიხსენე ყველა შენი მონა, რომელთა სულებისთვისაც მე უვარგისმა ეს სანთლები და კანდლები აგინთე!

წმინდა სერაფიმე ღვთის მიმართ დაუცხრომელად ლოცულობდა. ამის გამო მისი გული სიყვარულით უფრო და უფრო ენთებოდა, უყვარდა არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ყოველი მისი ქმნილება, მის მიერ შექმნილი ბუნება. ამგვარად, გამუდმებული ლოცვითა და ღვთის ხსოვნით მან თავი ცოდვისაგან განიწმინდა. მისი ცხოვრება სამოთხეში პირველ ადამიანთა ცხოვრებას დაემსგავსა, სადაც მხეცები ადამიანს ემორჩილებოდნენ და არც მას და არც ერთმანეთს არ ვნებდნენ.

ღამით წმინდანის სენაკთან მიდიოდნენ მხეცები: დათვები, მგლები, კურდღლები და მელიები, გველები, ხვლიკები და სხვა ქვეწარმავლებიც მოხოხავდნენ. წმინდა სერაფიმე სენაკიდან გამოდიოდა და მათ თავისი საპურიდან აჭმევდა, სადაც ის კვირის სამყოფ პურს ინახავდა. მრავალი მხეცი მიდიოდა მასთან, პური კი ყველას ჰყოფნიდა.

      

გამოთქმულია დასაბუთებული ვარაუდი,
რომ წმინდა სერაფიმე საროველ მიეწერებოდა სიტყვები: „არასოდეს არ იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას… ეს დაღუპავს რუსეთს“

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading