გარდაბანში სასწრაფოს ექიმმა პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინა
🆘 გარდაბნის რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამარჯვების ფილიალის ბრიგადა გამოძახებაზე რამდენიმე წუთში მივიდა. გამოძახების ლოზუნგი იყო – „უგონო“.
📍 ადგილზე პარამედიკოსი ნინო დარჩიას დახვდა შუა ხნის მამაკაცს, რომელსაც არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი, მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია.
👩⚕️ პარამედიკოსმა დაუყოვნებლივ დაიწყო ასისტოლიის პროტოკოლით განსაზღვრული რეანიმაციული ღონისძიებები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციით. მესამე ადრენალინის ინექციის შემდეგ პაციენტის გულის მუშაობა აღდგა. მამაკაცი სტაბილურ მდგომარეობაში ჰოსპიტალიზდა, სადაც მკურნალობას განაგრძობს.
📌 ოჯახის ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.
🔙 აღსანიშნავია, რომ ნინო დარჩიას პროფესიონალიზმი ადრეც არაერთხელ გამოჩენილა – რამდენიმე წლის წინ ზღვაზე დასვენებისას, 13 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, რომელიც უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს წყლიდან.
🙌 გადაუდებელი დახმარების ამ შემთხვევაში მონაწილეობდნენ:
- ექიმი ნინო დარჩია
- ექთანი ხათუნა ყიყიშვილი
- მძღოლი ნოდარი დიდებაშვილი