საქართველოს რკინიგზა ფოთის პორტიდან ბაქოს მიმართულებით ახალ ბლოკ-მატარებელს ნიშნავს
🚄 საქართველოს რკინიგზა იწყებს ახალი ბლოკ-მატარებლის მოძრაობას ფოთიდან ბაქოს მიმართულებით, რომელიც იმოძრავებს მარშრუტით:
ბათუმი – ფოთი – თბილისი – აპშერონი – სუმგაიტი – ალიათი.
📍 ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის უმსხვილეს ტერმინალებთან წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით დააკავშირებს.
🤝 ხელშეკრულებას საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებმა ხელი მოაწერეს ალმაატაში.
🛤️ ახალი სერვისი გულისხმობს:
- „ტერმინალიდან კარამდე“ გამარტივებულ ლოჯისტიკურ სერვისს;
- ტვირთმფლობელებისთვის შეთანხმებულ და პროგნოზირებად გადაადგილების დროს;
- ცარიელი კონტეინერების დროულ დაბრუნებას;
- საავტომობილო გზების განტვირთვას და გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას.
💬 ლაშა აბაშიძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი:
„ეს არის გამარტივებული სერვისი, რომელიც ტვირთმფლობელებს დროისა და ხარჯების დაზოგვაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია რკინიგზის შემოსავლების ზრდა მეტი ტვირთის გადაზიდვით.“