რუსთავში ახალგაზრდული პროექტი „აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ დასრულდა

📍 რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ახალგაზრდულ-შემეცნებითი პროექტის „აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

📚 პროექტის ფარგლებში, რუსთავის ციხე-ქალაქსა და შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღო 500-მდე მე-12 კლასელმა მოსწავლემ.

👥 ღონისძიებას ესწრებოდნენ:

  • რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე,
  • პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი,
  • საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

🧱 ახალგაზრდები მერიის ორგანიზებით და საკუთარი სურვილით ჩაერთნენ ექსპედიციაში და პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობდნენ კვლევით სამუშაოებში.

🎁 მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. გარდა ამისა, მუზეუმში განთავსდა სპეციალური სტენდი წარწერით „მე აღმოვაჩინე ჩემი ქალაქის ისტორია“, რომელზეც ექსპედიციის ყველა მონაწილე მოსწავლის სახელი არის ასახული.

🔎 არქეოლოგიური ექსპედიცია ნინო ლაცაბიძის ინიციატივით 2025 წლის ივლისში დაიწყო და უკვე გაკეთდა მნიშვნელოვანი აღმოჩენები:
IX-XI საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები,
– იმავე პერიოდის მუზარადი და ისრის პირი, რომლებიც პირველად საქართველოში აღმოაჩინეს რუსთავის სასახლის IV ოთახში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading