,,ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება
„თქვენ ხედავთ კადრს, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, რის შემდეგაც ის დააკავეს. პოლიციელი გმირია და ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს! გაითავისეთ ეს და პატივი ეცით ამ მოცემულობას! არავის შერჩება სახელმწიფოსთან და საპოლიციო ძალებთან უკანონო თამაში. კანონის მოთხოვნებთან ყველა თანასწორია, კაციცა და ქალიც!”,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, პოლიციელი გმირია და ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არავის შერჩება სახელმწიფოსთან და საპოლიციო ძალებთან უკანონო თამაში.