უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
კახა თილიძის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ. მათი ცნობით, ქართველი მებრძოლი ფრონტის წინა ხაზზე მნიშვნელოვან დავალებაზე იმყოფებოდა, სადაც მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.