მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭო აცხადებს ვიქტორინას – „ინტელექტის საათი“
შემეცნებითი და ზოგადსაგანმანათლებლო აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცოდნის, გუნდური მუშაობისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.
ვიქტორინაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ 5-კაციან გუნდებს. გამარჯვებულ გუნდს სპეციალური წამახალისებელი პრიზები გადაეცემა.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSck7bATcfnUtHp8x…/viewform…
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 მაისი. დამატებითი ინფორმაციისთვის: 551 34 34 54.