ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ბოლნისის კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას ულოცავს
მერმა მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად ემოციურია როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ისე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. მინდა, თითოეულ მოსწავლეს გულითადად მივულოცო სკოლის დამთავრება.
დღევანდელი დღე მეტად ემოციურია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. დღეს დასრულდა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ეტაპი, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია. სწორედ სკოლაში მიღებული ცოდნა, ღირებულებები და ფასეულობებია თქვენი პიროვნული და პროფესიული განვითარების წინაპირობა. წინ ახალი შესაძლებლობებითა და გამოწვევებით სავსე მომავალი გელოდებათ.
მჯერა, რომ თქვენი პროფესიონალიზმითა და მიღწევებით არაერთხელ ასახელებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და საკუთარ წვლილს შეიტანთ ქვეყნისა და მშობლიური მუნიციპალიტეტის განვითარებაში!”-ზამურ ჭითანავა- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი