საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებით აღინიშნება

საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.

ღონისძიებები 26 მაისიდან დაიწყება, ხოლო 1 ივნისიდან ფართომასშტაბიან ფორმატს მიიღებს. პროგრამა მოიცავს კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს კი დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading