მარნეულში ეროვნული გამოცდების პრეტესტის მონაწილე ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული პრეტესტის მონაწილე აბიტურიენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მერმა ახალგაზრდებთან განათლების მნიშვნელობაზე, პროფესიის სწორად არჩევასა და მომავლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა მუნიციპალიტეტიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ზრდა.

პრეტესტი, რომელიც არაქართულენოვანი სკოლების აბიტურიენტებისთვის ჩატარდა, მოსამზადებელი პლატფორმა Tehsil.ge-ის ორგანიზებით მარნეულის აზერბაიჯანულ სახლში გაიმართა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading