,,ევროპაში ბევრმა აირჩია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება, „მაგრამ არა ბატონმა ფიცომ“-ვოლოდიმერ ზელენსკი

როცა ევროპის ბევრმა ქვეყანამ სუვერენიტეტის შენარჩუნების სასარგებლოდ რუსულ გაზზე უარი თქვა, ფიცომ სხვა გზა აირჩია.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო „ძლიერი გადაწყვეტილება“, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროპაში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას.

ზელენსკის თანახმად, სწორედ ეს, ევროპისთვის პარტნიორებისგან მეტი ენერგორესურსია საჭირო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, რადგან ამერიკული თხევადი აირისთვის ფულის გადახდაა საჭირო, ხოლო რუსული გაზის საფასური ფულის გარდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია.

ზელენსკის განცხადებით, ევროპაში ბევრმა აირჩია დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება, „მაგრამ არა ბატონმა ფიცომ“, რომელიც „ირჩევს მოსკოვს, ნაცვლად ამერიკის და სხვა პარტნიორებისა, რომლებსაც შეუძლიათ მისი ქვეყანა გაზით უზრუნველყონ კომერციული პირობებით“. ზელენსკიმ ფიცოს არჩევანს შეცდომა უწოდა.

ამის შესახებ  ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading