პარლამენტში დღეს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართება
პარლამენტში დღეს „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები რამდენიმე პირს მოუსმენენ.
შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიაში 8 წევრია და ისინი ექვსი თვე თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იმუშავებენ, რათა სამართლებრივი რეაგირებისთვის პროკურატურას შესაბამისი დასკვნით მიმართონ.