რუსთავში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა

რუსთავის მერიის ინიციატივით, ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული გაიმართა, რომელშიც 15-დან 17 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს მდგრადი განვითარების ტექნოლოგიებსა და ეკოინოვაციებზე ლექციები ჩაუტარდათ, გაიმართა პრაქტიკული აქტივობები და გუნდური სამუშაოები.

პროექტის მონაწილეებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და ქალაქის ურბანულ განვითარებაში მწვანე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ქალაქის ურბანულ განვითარებაში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება, რუსთავის ჰაერის მართვის და ეკოლოგიური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. არსებული ეკოლოგიური გამოწვევები, მუშაობას რამდენიმე მიმართულებით მოითხოვს. ენერგოეფექტურ პროექტებს რუსთავში ამ ეტაპზეც ვახორციელებთ. მესხიშვილის ქუჩაზე, კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალ ეტაპს, სწორედ ეკოლოგიურ მოთხოვნებზე დაყრდნობით ვგეგმავთ. ახალგაზრდების ჩართვა ამ პროცესში და მათი იდეების გათვალისწინება, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

კვირეული ფინალური პრეზენტაციით დასრულდა, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი ინოვაციური იდეები წარადგინეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading