აპრილში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 665 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 665 ფაქტი დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, ხოლო ჯამურად დარღვევების უმეტესობა ფიზიკურ პირებზე მოდის.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კონტროლი ყოველდღიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში უკვე 2891 დარღვევაა გამოვლენილი.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading