აშშ-ში, სომელიეთა კონფერენციის „TEXSOM“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე საქართველომ ჟიურის 1 სპეციალური ჯილდო, 2 ოქროს, 13 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ქართული კომპანიის ის 50 ქართული ღვინო და ბრენდი, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე იყიდება.
სომელიეთა კონფერენცია TEXSOM 2005 წელს დაარსდა ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ ღვინის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიება გახდა.
2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.