მარნეულის ამერიკული კუთხე 2026 წლის საზაფხულო კითხვის გამოწვევას აცხადებს

მარნეულის ამერიკული კუთხე ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ 2026 წლის საზაფხულო კითხვის გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად 5-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს იწვევს.

პროგრამა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეებმა უნდა წაიკითხონ მათთვის სასურველი წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე და პროგრამის დასრულებამდე შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები წაკითხული გვერდების რაოდენობის მიხედვით მიიღებენ ვერცხლის, ოქროსა და პლატინის სერტიფიკატებს. ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდები შეფასებისას ორმაგად ითვლება.

‼️შესავსები ფორმის ბმული:
https://forms.gle/57MrTTHEBnsdRhjx9

სერტიფიკატების გაცემის თარიღი 1 ოქტომბრის შემდეგ გამოცხადდება. ორგანიზატორები წიგნის მოყვარულ ახალგაზრდებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საზაფხულო კითხვის გამოწვევაში და წაკითხული წიგნები სოციალურ ქსელებში გააზიარონ შემდეგი ჰეშთეგის გამოყენებით:

#გაატარეზაფხულიკითხვაში

#SpendYourSummerReading

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading