ბოლნისის მუნიციპალიტეტში დავით ნავერიანის სახელობის მე-11 საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ბოლნისი უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატის, დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში. ორდღიანი შეჯიბრი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი დაესწრნენ.

გიორგი სვანიძემ მონაწილეებს წარმატება, ღირსეული ასპარეზობა და უტრავმო შეჯიბრი უსურვა.

ტურნირი მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 2011-2012 წლებში დაბადებული 200-მდე ახალგაზრდა ძიუდოისტი მონაწილეობს.

პირველი დღის შედეგებით, ბოლნისელმა სპორტსმენებმა ოთხი საპრიზო ადგილი მოიპოვეს – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

ტურნირის გახსნას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მჭედლიძე, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი და ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading