მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დიდ მუღანლოსა და იმირში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ დიდი მუღანლო-სა და იმირი-ში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ დიდ მუღანლოში შიდა გზების რეაბილიტაცია 5 ქუჩაზე განხორციელდება, სადაც ჯამში 1 782 გრძივი მეტრი გზა მოწესრიგდება. პროექტის ღირებულება 639 042 ლარია.


სოფელ იმირში კი რეაბილიტაცია 4 ქუჩას ჩაუტარდება, რომლის ფარგლებში 1 242 გრძივი მეტრი გზის მოწყობაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 449 500 ლარს შეადგენს.
პროექტები 2026-2027 წლებში განხორციელდება და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.