ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატის, დავით ნავერიანის, ხსოვნისადმი მიძღვნილ XI ტურნირს მასპინძლობს ძიუდოში

საზეიმო გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ესწრებოდა. ზამურ ჭითანავამ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში წარმატება უსურვა.
ორდღიან ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.


გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ასევე, დაწესებულია დავით ნავერიანის სახელობის გარდამავალი თასი, რომელსაც 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ფალავანი დაეუფლება.
