ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძესთან ერთად „ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძესთან ერთად „ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის“ ფინალურ შეხვედრას დაესწრო.

ფინალში ერთმანეთს ქალაქ ბოლნისის N1 და ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება ბოლნისის გუნდის ფეხბურთელებმა მოიპოვეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა, ასევე სპეციალურ ნომინაციებში გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეებს შესაბამისი ჯილდოები გადასცა.

ზამურ ჭითანავამ ახალგაზრდულ სპორტში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განვითარებისთვის.

„ქვემო ქართლის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში რეგიონის სხვადასხვა სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading