მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიჩარდ გიგანის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გამართა

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 4 საკითხი იყო წარმოდგენილი.

დეპუტატებმა ოთხივე საკითხის განხილვას, მათ შორის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციას, სოფელი თამარისის მისასვლელი გზის მოწყობას, ქალაქ მარნეულში, მდებარე მონუმენტური ძეგლის “კიდევაც დაიზრდებიან” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა -ნაგებობის, სველი წერტილის მოწყობის მიზნით, იჯარით სარგებლობაში გადაცემას. (მუნიციპალიტეტის მიერ სკვერში ორგანიზებული ღონისძიებებზე მისი ფუნქციონირება იქნება უფასო), ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “გვირილა” რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილებას და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით, კენჭი დადებითად უყარეს.

2025 წლის 16 აპრილის სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading