ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების დირექტორი საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოში გაცნობითი ხასიათის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორი ტამაშ ვოჟნიტი.
დღეს იგი შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. საუბარი შეეხო საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს.
