საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა
,,დღეს, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბატონმა ილჰამ ალიევმა მიმასპინძლა
პირისპირ შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამაგალითო სტრატეგიულ პარტნიორობასა და იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებით, აერთიანებს.
მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ალიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ასევე, დავადასტურე, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბატონ ილჰამ ალიევთან ერთად, ერთობლივი განცხადებები გავაკეთეთ მედიისათვის.”- ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია აქვეყნებს.




