დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კარაბულახში მინი სპორტული მოედანი მოეწყო

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა პირველ მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

მოედანზე ხელოვნური საფარი დაიგო. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 93 000 ლარის ფარგლებში განხორციელდა.

დმანისის მერის განცხადებით, ახალი სპორტული მოედანი ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading