2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაიწყო, აბიტურიენტების უმეტესობა საგამოცდო ცენტრებში დროულად გამოცხადდა
,,დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.”- ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.