რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია

  • რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი გათავისუფლდა და ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით – გიორგი მოსიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი. მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივად აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

აღნიშნული საკითხი არაერთხელ იქნა განხილული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განაგრძობს ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ცენტრალური ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading