მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქვემო ქართლის ნაკრების შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის 9 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათ ღირსეული შედეგები აჩვენეს და რეგიონის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

შეხვედრისას მერმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის, ხოლო მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და მისი მოადგილე ზაზა დავაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading