ფშავი და არაგვი – „შემოიარე საქართველოს“ პირველი თავგადასავალი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის პროექტის „შემოიარე საქართველო“ მე-9 სეზონის პირველი ტური ფშავში გაიმართა. მონაწილეებმა არაგვზე ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა და აქტიური, თავგადასავლებით სავსე დღე გაატარეს.
პროექტი ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღებისა და საინტერესო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. 🚣🏿♂️🏞️

