გორში სუპერმარკეტთან ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ამოღებულია 18,920 დოლარი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ი.ბ.-მ უკანონოდ შეაღწია გორში ერთ-ერთი სუპერმარკეტის სადგომზე გაჩერებულ ავტომობილში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მასში არსებულ 18,920 აშშ დოლარს. ფულთან ერთად ადგილი დატოვა და მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი დააკავეს, ხოლო მიტაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით სრულად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.