დმანისის მერია წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს განაცხადების მიღებას წარჩინებული სტუდენტების წახალისების ქვეპროგრამაში ჩასართავად.

ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რეგისტრირებულნი არიან დმანისის მუნიციპალიტეტში, სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) და აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი.

სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სტუდენტებს, რომელთა სემესტრული საშუალო შეფასება 91–100 ქულაა. სოციალურად დაუცველი და „1+4“ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებისთვის მინიმალური ზღვარი 81 ქულაა.

მსურველებმა მერიაში უნდა წარადგინონ განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, რეგისტრაციის ამონაწერი, აქტიური სტუდენტის სტატუსის ცნობა, 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

დოკუმენტები მიიღება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მისაღებში. მერიის ინფორმაციით, განიხილება მხოლოდ სრულყოფილად და მოქმედი წესების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading