საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მეჯლისში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ანნამუჰამმეტ სარჯაიევთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა საპარლატამენტო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრი.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ ხასიათს, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

