დმანისის მუნიციპალიტეტი ადგილობრივ თვითმმართველობათა კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები, გამოწვევები და საჭიროებები, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში.
შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი.
დმანისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მონაწილეობს თვითმმართველობის განვითარების პროცესში და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებს ასახავს.




