3 აპრილს, ლუდოვიკას საჯარო სამსახურის უნივერსიტეტმა და უნგრეთში საქართველოს საელჩომ ელჩების ფორუმს, სახელწოდებით “GEORGIA’S WAY TO EUROPE – WHAT IS NEXT?” უმასპინძლეს, სადაც საპატიო მომხსენებელი საქართველოს ელჩი თამარ ლილუაშვილი იყო
ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადეობას. თამარ ლილუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე.
დისკუსიის ფარგლებში, ექსპერტებთან ერთად საუბარი შეეხო საქართველოს თანამშრომლობას მეზობელ ქვეყნებთან, ასევე საქართველოს როლს ევროპული უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, უნგრეთის მთავრობისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები.
Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები




