მარნეულის საკრებულოს წარმომადგენლები რეგლამენტის განახლების საკითხებზე გამართულ შეხვედრას დაესწრნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე და საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი ცოტნე ბოჭოიძე თბილისში, თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრის (CPC) ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა საკრებულოს ტიპური რეგლამენტის განახლების საკითხები განიხილეს, იმსჯელეს პრაქტიკაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებსა და თანამედროვე მიდგომებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და საკრებულოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს.
ინტერაქტიულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა პროფესიული გამოცდილება და ხედვები ერთმანეთს გაუზიარეს, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე რეგლამენტის პროექტის სრულყოფისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.