ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი და მიწის რეგისტრაციით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იაღლუჯის ფერდობზე არსებული მიწის ნაკვეთები მოსახლეობას გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაეცა, თუმცა კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის სიმწირის გამო, მათი რეგისტრაცია ათწლეულების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესის გადაწყვეტა უკვე დაწყებულია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკითხის სრულად მოგვარებამდე მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე და რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading