მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.
მერის განცხადებით, ეროვნული გამოცდები ახალგაზრდების ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, სადაც მათ მიერ გაწეული შრომა და მიზანსწრაფვა კონკრეტულ შედეგში უნდა აისახოს.
„დღეიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი თავი იწერება – ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დაიწყო. ეს არის დრო, როდესაც თქვენს მიერ გაწეული უზარმაზარი შრომა და მიზანსწრაფვა კონკრეტულ შედეგად უნდა იქცეს,“ – აღნიშნავს დაურ ისმაილოვი.
მისივე თქმით, ახალგაზრდების ცოდნა, განათლება და ენერგია ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბარიერს თითოეული თქვენგანი თავდაჯერებულად და წარმატებით გადალახავს. წინ დიდი ასპარეზი გელით, სადაც თქვენი განათლება და ენერგია ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და წინსვლის მთავარი მიზეზი გახდება. შრომას აუცილებლად მოჰყვება შედეგი. წარმატებებს გისურვებთ!“ – აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი.