მარნეულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა რეგიონულ კონკურსზე პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვეს

რუსთავში საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სასწავლებლების XV კონკურსი გაიმართა, რომელშიც მარნეულის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.

კონკურსში მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის III კლასის მოსწავლე აისუნ საფაროვა, რომლის პედაგოგია შორენა კვირკვეიშვილი, და VI კლასის მოსწავლე ხატიჯა გულიევა, რომლის პედაგოგია საიდა მამედოვა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ორივე კონკურსანტი პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა, რაც მათი მაღალი პროფესიული მომზადებისა და წარმატებული გამოსვლის აღიარებაა.

მარნეულის სამუსიკო სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს წარმატება მოსწავლეების თავდაუზოგავი შრომისა და პედაგოგების პროფესიონალიზმის შედეგია და მათ მომავალ საქმიანობაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading