მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობის საბჭომ, საბჭოს თავმჯდომარე ია ესებუას ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
სხდომას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, ასევე საბჭოს წევრები.


შეხვედრაზე განიხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ქალთა უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობისა და ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო ღონისძიებებზე.
სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას.
