✍️ შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, შემოსავლების სამსახურის სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციის მიზნით, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფასა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 📌…

წაიკითხეთ მეტი

ტრაგედია დიღომში- მშენებლობაზე ახალგაზრდა მუშა დაიღუპა

დიღომში, სამშენებლო ობიექტზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის ახალგაზრდა მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წაიკითხეთ მეტი

ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა 🚧

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე განთავსდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით დასაშვებ სიჩქარეს ასახავს. ნიშნები შეეხება მძიმე და საშუალო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს, რომელთათვისაც გარკვეულ მონაკვეთებზე მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია. ⚠️ 22 დეკემბრიდან შსს იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებულ კონტროლს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და დაიცვათ მოძრაობის წესები.

წაიკითხეთ მეტი

გათავისუფლებულ მუშებს უნარჩუნდებათ უწყვეტი სტაჟი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც 2025 წლის 1-ლი იანვრიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ. შედეგად, ისინი საპენსიო ასაკამდე სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლებას არ დაკარგავენ. სიახლით ისარგებლებენ, მათ შორის, ჭიათურაში მოქმედ მანგანუმის საბადოებში დასაქმებულები, რომლებიც კომპანიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო რეორგანიზაციის…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში, მოძრაობის დროს, მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც მოძრავ „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს მოულოდნელად გაუჩნდა ცეცხლი. მძღოლმა დროულად მოახერხა ავტომობილის დატოვება და არ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. სატრანსპორტო საშუალება სრულად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

წაიკითხეთ მეტი

UFC-ში პიოტრ იანის წინააღმდეგ დოპინგის ფაქტი იძიებენ – შესაძლოა საჩემპიონო ქამარი ჩამოერთვას

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშილის წინააღმდეგ დოპინგის ტესტის დარღვევის შესახებ იყო გამოვლენილი. თუ UFC აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურად დაადასტურებს, რუს მებრძოლს საჩემპიონო ქამარი ჩამოერთმევა.

წაიკითხეთ მეტი

2026 წლიდან თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესასვლელად სავალდებულო სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ყველა ვიზიტორს, მათ შორის თურქეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესასვლელად საჭიროა პირადობის მოწმობა ან პასპორტი და სავალდებულო სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა. 🔹 ახალი რეგულაცია მოიცავს როგორც მოკლევადიან ვიზიტებს (მათ შორის ერთი დღიანი ვიზიტები ხოფა-სარფის სასაზღვრო პუნქტში), ასევე მთელი ქვეყანაში მოგზაურობას.🔹 დაზღვევა დაფარავს საავადმყოფოსა და მკურნალობის ხარჯებს, უბედურ შემთხვევებს, გადაუდებელ ჩარევებს და სავალდებულო…

წაიკითხეთ მეტი

პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ცვლილებები გამკაცრა თბილისში მეორეული საბურავების, ლითონების, მოძველებული ავტომობილების, ადვილად აალებადი/ფეთქებადი/ამტვერადი მასალის დაშვების, სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევისთვის. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილებში, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…

წაიკითხეთ მეტი

აზერბაიჯანის შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის მოწვევით, თბილისს აზერბაიჯანის შს მინისტრი ვილაიათ ეივაზოვი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია.ვიზიტის ფარგლებში მინისტრები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ და ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიზნად ისახავს.აზერბაიჯანის მინისტრი ასევე ეწვევა შსს-ს საპოლიციო დანაყოფებს და მათ მუშაობას ადგილზე გაეცნობა.

წაიკითხეთ მეტი

დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

დემოგრაფიული პოლიტიკისა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც აღმასრულებელმა და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქმედი პროგრამები ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება და საჭიროა გრძელვადიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება. მხარეებმა ასევე იმსჯელეს გლობალურ დემოგრაფიულ ტენდენციებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში უნდა გადაიდგას….

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »