ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა 🚧

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე განთავსდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით დასაშვებ სიჩქარეს ასახავს.

ნიშნები შეეხება მძიმე და საშუალო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს, რომელთათვისაც გარკვეულ მონაკვეთებზე მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია.

⚠️ 22 დეკემბრიდან შსს იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებულ კონტროლს.

გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ საგზაო ნიშნებს და დაიცვათ მოძრაობის წესები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading