ჯანდაცვის მინისტრი: სეზონური გრიპის შემთხვევები გაიზარდა, თუმცა მდგომარეობა კონტროლირებადია 🩺
სეზონური გრიპისა და სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა შედარებით მოიმატა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროცესი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში ცირკულირებს რამდენიმე ტიპის ვირუსი, რაც ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელია და სრულად კონტროლირებადია. ამასთან, ყველა მსურველს უფასოდ უკეთდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის ვაქცინა.