ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.

„ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი…

უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში…

ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც…

ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი…

იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა…“, – წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან პირველი მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ მისი და, ლიკა პირველი გარდაიცვალა. მან ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც თრომბი განუვითარდა.

წაიკითხეთ მეტი

ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება

„ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს, სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ უზიარებს საზოგადოებას. მათი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“.

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ქვეყნისთვის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ წარსულშიც მრავალგზის უზიარებდა საზოგადოებას მსგავს ცრუ ინფორმაციას, ამ გვერდის მესვეურნი განსაკუთრებით გაწაფულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, მათ შორის, მიტროპოლიტ შიოს შესახებ ცილისწამების გავრცელებაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშუეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს.

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.

უფალმა დაიფაროს მშვიდობით ჩვენი ქვეყანა!

წაიკითხეთ მეტი

მეუფე შიო: მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა – ყველამ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის

მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა – ყველამ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად, ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის – განაცხადა სამების ტაძარში დღევანდელი ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

„ვითარება, როგორც ხედავთ ძალიან დაძაბულია, ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, როგორც მომიტინგეებს, ასევე სამართალდამცველებს შორის.

სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ამ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და მეტი დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამასთან დაკავშირებით, მე მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ყველამ, ამ პერიოდში უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ვითარების დამშვიდებამდე, ყოველდღიურად, ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისი საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისთვის და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პირველი არხის განცხადება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“.

საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ მზად არის, ორგანიზება გაუწიოს ამგვარ დისკუსიას და მის მონაწილეებს იწვევს ხვალ, 4 დეკემბერს, 22:00 საათზე.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »