სამხედრო პოლიციამ 3 პირი დააკავა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან 2007 წელს დაბადებული ლ.შ., 1993 წელს დაბადებული თ.ჟ. და 1982 წელს დაბადებული მ.შ., რომელიც მძიმედ დასჯადი დანაშაულის ჩადენისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო ძებნაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით.