უკრაინის ენერგეტიკულ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით სამთავრობო კვარტალში ჩხრეკა ჩატარდა

გამთენიისას სამთავრობო კვარტალში ჩხრეკა დაიწყო, ანტიკორუფციული უწყებების ათი თანამშრომლის მონაწილეობით. ქვეყნის ანტიკორუფციული სამსახურის დირექტორის განცხადებით, სკანდალის ფიგურანტების რაოდენობა გაიზრდება.

კორუფციული საქმის კერა უკავშირდება უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაში 100 მილიონი დოლარის შესაძლო გაფლანგვას. საქმეში უკვე დაკავებულია ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი, ხოლო იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სკანდალის მთავარ ფიგურანტად სახელდება ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრი და ბიზნესპარტნიორი თემურ მინდიჩი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading