ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-9 სხდომა.
სხდომა გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ და სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, რომელმაც აღინიშნა საქართველოს წვლილი რადიაციული და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზგასმით აღნიშნა ქბრბ უსაფრთხოების სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

სხდომაზე განხილულ იქნა:

  • ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები და მიღწეული შედეგები;
  • ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პრიორიტეტები და სამომავლო პროექტები;
  • უწყებებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

მონაწილეებმა შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს დანაშაულისა და სამართლის კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading