თეთრიწყაროში სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი განათლებისა და სოციალური დახმარების ცენტრში
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლევან ხმალაძემ „სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ დირექტორთან, ფიქრია მეშველიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ცენტრის თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ცენტრის მიმდინარე საქმიანობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ბენეფიციართა მხარდაჭერის გაძლიერებას.