რუსთავში კალათბურთის სუპერლიგის ვარსკვლავების მატჩი გაიმართა
რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი მოეწყო. მატჩზე ერთმანეთს ლეგიონერებისგან და ადგილობრივი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა „ჩატენვების“ და „სამქულიანების“ შეჯიბრიც. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები.