პრემიერი ქართველ მწარმოებლებს ფასების კლების რესურსზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქართველ მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ქართული წარმოების პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის გამოწვევები და ფასების კლების შესაძლებლობები.

პრემიერის განცხადებით, ბიზნესს ქვეყანაში მაღალი თავისუფლება აქვს და ფასების ფორმირება ხდება საბაზრო პრინციპების მიხედვით, თუმცა არსებობს სოციალური პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, რის საფუძველზეც შესაძლებელია გარკვეული წვლილი ფასების დასაკლებად.

„არსებობს განსხვავება საბითუმო და თაროს ფასებს შორის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ევროპულ ნორმებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს, შემიძლია ვთქვა, რომ მაღალია და ამ სივრცეში ფასების კლების რესურსი არსებობს, მათ შორის ქართული პროდუქციისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი. სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მიმდინარე კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading